ფეხბურთი

15:27 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: დავიდ სილვა შესანიშნავია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გერმანულ „ჰოფენჰაიმთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:2), „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე დავიდ სილვას ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა, მათ შორის, ვისთანაც უმუშავია: „მას მოუგია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება სურს. მაგრამ მარტო სურვილი არ კმარა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. ასეთები „ბარსაშიც“ მყავდა და „ბაიერნშიც“, სილვა მათ რიცხვშია. მიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც რთულ ვითარებაში მოვლენ და გეტყვიან: „ბიჭებო, აქ ვარ!“ - ციტირებს გვარდიოლას ინტერნეტპორტალი Goal.com

დავიდ სილვამ გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანა და „სიტის“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოაპოვებინა. შეგახსენებთ, რომ ლიგის პირველ ტურში „ქალაქელებმა“ შინ მოულოდნელად ფრანგულ „ლიონთან“ წააგეს (1:2). ამიტომ, ახლა მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი დაედო.

ახლა „სიტი“ F ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზეა და ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ლიონს“. მესამეზე ორქულიანი „შახტარია“. მეოთხეზე „ჰოფენჰაიმი“ 1 ქულით.

0.115281