ფეხბურთი

11:28 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ბარსას" ლონდონური გამოცდა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრები დარჩენილ ოთხ ჯგუფში გაიმართება. ყველა შეხვედრა საინტერესოა, მაგრამ ორი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: „ტოტენჰემი“ და „ბარსელონა“ და „ნაპოლი“ – „ლივერპული“.

A ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკო“ „ბრიუგეს“ დაუხვდება „ვანდა მეტროპოლიტანოზე“. სტადიონზე, სადაც ბოლო აკორდიც უნდა შედგეს ფინალის სახით. დიეგო სიმეონეს გუნდისთვის სეზონი არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ „როხიბლანკომ“ ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი გამოაკეთა და შედეგიც. „ბრიუგეზე“ კი რა უნდა ვთქვათ - პირველ ტურში „დორტმუნდს“ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და აჯობა კიდეც, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა. ისე კი, ბელგიელთათვის ეს ეტაპიც ჩინებული შედეგია.

„დორტმუნდი“ კი „მონაკოს“ დაუხვდება. ორი განსხვავებული ხასიათი - გერმანელებისთვის სეზონი მაგრად დაიწყო და ბუნდესლიგაში ლიდერები არიან, ხოლო ფრანგებისთვის საშინლად - ლიგა 1-ში გასავარდნ ზონაში არიან და ლეონარდო ჟარდიმის გუნდისთვის წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება.

B ჯგუფში მილანის „ინტერი“ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება. ლუჩანო სპალეტის გუნდის მორიგი გაჩერება პსვ ეიდჰოვენია, რომელთანაც „ფილიპს არენაზე“ მოგება ადვილი არავისთვისაა. ამ ჯგუფში გაცილებით დიდია მოლოდინი „ტოტენჰემისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრისადმი. ორივე გუნდს პრობლემები აქვს. „მამლები“ პრემიერლიგაში რიხით ვერ ირჯებიან, ხოლო „ბარსამ“ ბოლო სამი თამაში მოუგებლად ჩაატარა და ერნესტო ვალვერდეს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. თუმცა, დღეს „ბლაუგრანას“ შანსი უფრო ფასობს, ვინაიდან, „ტოტენჰემი“ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებენ. ორიე, ერიკსენი, ვერტონგენი, ალი და დემბელე მაურისიო პოჩეტინოსთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ.

C ჯგუფში „პარი სენ ჟერმენი“ ორი კვირის წინ ლივერპულში განცდილი მარცხის დავიწყებას ეცდება და შინ „ცრვენა ზვეზდას“ დაუხვდება, რომელმაც თავის მხრივ ისტორიული ქულა უკვე მოიპოვა „ნაპოლისთან“ ბელგრადში. იტალიური გუნდისთვის სერბეთში დაკარგული ქულები შეიძლება ძვირად დაფასდეს და აქედან გამომდინარე ახლა ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს. კარლო ანჩელოტი „ლივერპულს“ კარგად იცნობს და „მილანის“ თავკაცის პოსტზე ორჯერ ფინალში მოუწია დაპირისპირება. როგორც იტალიელი ამბობს, ინგლისური გუნდის დამარცხება იციან და შესაბამისად, ნეაპოლიტანელები იმედიანად არიან. იურგენ კლოპის გუნდი კი უბრალოდ გადასარევ ფორმაშია და ბუნებრივია, ჩინებული სვლის შეფერხებას „სან პაოლოზე“ არ გეგმავს.

და ბოლოდ D ჯგუფი - სოლომონ კვირველია გელზენკირხენის „შალკესთან“ მოედანზე პირველივე წუთიდან გავა. მისი „ლოკომოტივისთვის“ სეზონი რთულად დაიწყო, მაგრამ იგივე ითქმის „ხუმარებზეც“. „შალკემ“ ხომ პირველი თამაში გასულ უიქ-ენდზე მოიგო. „დრაგაუზე“ კი „პორტუ“ „გალათასარაის“ დაუხვდება და ეს ალბათ დღის ყველაზე უინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

ყველა შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება გარდა ორი მატჩისა: „ლოკომოტივი“ – „შალკე“ და პსჟ - „ცრვენა ზვეზდა“.

A ჯგუფი

„ატლეტიკო“ – „ბრიუგე“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლუკას ერნანდესი; კოკე, როდრი, საულ ნიგეზი, ლემარი; გრიზმანი, დიეგო კოშტა

„ბრიუგე“ (4-4-4): ლეტიცა; დენსვილი, მიტროვიჩი, რიცი, პულანი; გრონეველდი, ვანაკენი, ვორმერი, ვლიტინკი; ვოსენი, ვესლი

„დორტმუნდი“ – „მონაკო“

„დორტმუნდი“ (4-5-1): ბიურკი; პიშჩეკი/ჰაკიმი, ზაგადუ, აკანჯი, დიალო; დაუდი, ვიტსელი, პულიშიჩი, როისი, სანჩო; ფილიპი

„მონაკო“ (5-4-1): ბენალიო; სიდიბე, გლიკი, რაჯი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; ტილემანსი, გოლოვინი, აჰოლუ, შადლი; ფალკაო

B ჯგუფი

„ტოტენჰემი“ – „ბარსელონა“

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი; დაიერი, ვინკსი; ლუკას მოურა, ლამელა, სონი; კეინი

„ბარსელონა“ (4-4-2): ტერ შტეგენი; სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა; ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო; მესი, სუარესი

პსვ ენდჰოვენი - „ინტერი“

პსვ ეინდჰოვენი (4-2-3-1): ზუტი; ანჯელინო, ვერგევერი, შვააბი, დემფრისი; ჰენდრიქსი, როზარიო; ბერგვინი, პერეირო, ლოსანო; დე იონგი

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა; ბროჟოვიჩი, ვესინო; პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი; იკარდი

C ჯგუფი

პსჟ - „ცრვენა ზვეზდა“

პსჟ (4-2-3-1): არეოლა; მუნიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ბერნატი; ვერატი, რაბიო; დი მარია, ნეიმარი, მბაპე; კავანი

„ცრვენა ზვეზდა“ (4-5-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, დეგენეკი, სავიჩი, როდიჩი; იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი, კაფუ, მარინი, გობელიჩი; ბენ ნაბუანე

„ნაპოლი“ – „ლივერპული“

„ნაპოლი“ (4-4-2): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ზიელინსკი; ინსინიე, მილიკი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

D ჯგუფი

„ლოკომოტივი“ – „შალკე“

„ლოკომოტივი“ (5-4-1): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, კვირკველია, ჩორლუკა, იდოვუ; ალექსეი მირანჩუკი, კრიხოვიაკი, დენისოვი, ფერნანდესი; ედერი

„შალკე“ (4-5-1): ფარმანი; კალიჯური, ნალდო, ნასტასიჩი, მენდილი; მაკკეინი, მასკარელი, ჰარიტი, სერდარი, კონოპლიანკა; ბურგშტალერი

„პორტუ“ – „გალათასარაი“

„პორტუ“ (4-5-1): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექსტელეში; ერერა, დანილო, ოტავიო, ბრაიმი, ოლივერი; მარეგა

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; მარიანო, მაიკონი, სერდად აზიზი, ნაგატომო; ფერნანდო, დონკი, ბელანდა; ფეგული, ონიეკურუ, როდრიგესი

1.631622