ფეხბურთი

10:37 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: მესის ნაკრებში თამაში სურს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბარსას“ არგენტინელი ლიდერი, ლეო მესი საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაბრუნდება: „თუ მესი ნაკრებში აღარ ითამაშებს, მას მეტი დრო დარჩება დასვენებისა და აღდგენისთვის. მაგრამ ვიცით, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება ძალიან სურს და ის აუცილებლად დაბრუნდება. მას ცოტა დრო სჭირდება.“ - ვალვერდეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

შეგახსენებთ, მესიმ გვატემალასთან (3:0) და კოლუმბიასთან (0:0) სექტემბრის ამხანაგური მატჩები გამოტოვა და ფიქრობენ, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ გუნდში აღარ გამოიძახებენ.

0.110648