ფეხბურთი

9:55 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუ: „ვალენსიასთან“ ფრე სამართლიანი შედეგია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ „ვალენსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ (0:0) განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თამაშით, თუმცა შედეგი სამართლიანიაო: „ეს არ იყო ჩვენი საღამო. სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ წაგების შემთხვევაში ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ჯამში, მიმაჩნია, რომ შედეგი სამართლიანია.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა უეფას ოფიციალური გვერდის პრესსამსახურს.

H ჯგუფში „მანჩესტერის“ მეტოქეები „ვალენსიის“ გარდა, იტალიური „იუვენტუსი“ და შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ არიან. ორი ტურის შემდეგ მაქსიმალური ქულებით ჯგუფს ტურინული კლუბი ლიდერობს. „მანჩესტერი“ 4 ქულით მეორე ადგილზეა. „ვალენსიას“ 1 ქულა აქვს. „იანგ ბოიზს“ არცერთი.

0.120012