კალათბურთი

22:12 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 8 ქულა ევროთასის სასტარტო მატჩში

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის პირველ ტურში მარცხი განიცადა. მალაგელები სეზონის სტარტზე ვილნიუსის “რიტასს” ესტუმრნენ და 72:80 წააგეს.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:35 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კიოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის ესპანური გუნდის რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (16) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.
“უნიკახას” D ჯგუფში მომდევნო შეხვედრა 9 ოქტომბერს ელის, როდესაც ფრანკფურტის “სკაილაინერსს” უმასპინძლებს.

0.111833