ლონდონის „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის წინ, რომელსაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, საკადრო პრობლემები მოეძალა.
როგორც ლონდონური გუნდის ვებგვერდი წერს, ხვალინდელ შეხვედრაში ტრავმების გამო ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს - სერჟ ორიე, მუსა დემბელე, კრისტიან ერიკსენი, დელე ალი და იან ვერტონგენი.
ასეთი მძიმე დანაკლისის ფონზე „მამლების“ ბანაკში ერთი კარგი ამბავი მაინცაა: კაპიტანი უგო ლორისი გამოჯანმრთელდა და კარის დასაცავდ მზადაა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ინტერთან“ 1:2 წააგო, ხოლო „ბარსელონას“ 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.