„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი აღიარებს, რომ ძალიან განიცდიდა, როცა რომიდან ლივერპულში მიემგზავრებოდა.
„რომიდან წამოსვლა ძალიან რთული გამოდგა. გამგზავრებისას მე და ჩემი ცოლი ვტიროდით. მაგრამ სიმართლეს ვიტყვი, მართებული გადაწყვეტილება მივიღე და „ლივერპულში“ გადასვლით ნაბიჯი წინ გადავდგი, „რომამ“ კი დიდი ფული მიიღო. რომში ორი ჩინებული წელიწადი გავატარე. ჩემი ქალიშვილი იქ დაიბადა, მეგობრებიც ბევრი მყავს, ფეხბურთს გარეთაც.“ - უთხრა ალისონმა La Gazzetta dello Sport-ს.
ბრაზილიელი მეკარე „რომაში“ 2016 წლიდან თამაშობდა. რომაელებმა ის „ინტერნასიონალიდან“ 8 მილიონ ევროდ იყიდეს, გასულ ზაფხულს კი „ლივერპულს“ 72 მილიონად მიჰყიდეს.