თამაშგარე

20:48 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა პერეირას ფესბურთელი ქმარის ეიმედება

უკანასკნელ პერიოდში ყინჩად მოთამაშე ინგლისური “ლივერპულის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, რობერტო ფირმინო 2017 წელს დაოჯახდა და უკვე ორი შვილის მამაა. ალბათ ხვდებით რომ მისი ეს “ფოკუსი“ იმ მარტივი მიზეზით მოხდა, რომ ცოლთან, ლარისა პერეირასთან ურთიერთობა ქორწინებამდეც კოხტად გამოსდიოდა.

ლარისა პერეირა ცნობილ ფეხბურთელთა ცოლების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ბულვარულ მედიას არასოდეს გაურბიან და ცდილობენ ცნობილი და ქომაგმრავალი ქმრების ჩრდილს თავანთი თვალსაამო გარეგნობის გარდა, საკუთარი საინტერესო იმიჯითაც დაამახსოვრონ.

ლარისა პერეირა ერთგული ცოლისა და მოსიყვარულე დედის სახელს ატარებს და თავის ქმარზეცდღენიადაგ იმას ამბობს, ბრაზილელი ფეხბურთელების მექალთანეობა ბლეფი და აბსურდია, რადგან რობერტოსათვის ჯერ არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევიაო. ასე დარწმუნებულიც ნუ იქნება ქალბატონი ლარისა, რადგან წლები მიდის, ურთიერთობები ხუნდება და თვალები კი ხშირად თავისით ცეცდება...

0.210215