ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 8 285 274 დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა.
კალაშნიკოვა და ამერიკელი კაიტლინ კრისტიანი წყვილთა შეჯიბრის საწყის რაუნდში ესპანელ ლარა არუაბარენასა და ხორვატ დარია იურაკს გაეჯიბრნენ და 5:7, 6:7 (4:7) დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პეკინის პრესტიჟულ ტურნირში ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაებმება.
თბილისის დროით დაახლოებით 11:30 საათიდან ბასილაშვილი ამერიკელ ჯეკ სოკს გაეჯიბრება.