ქართველ ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძეს პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.
ბოლქვაძემა და პორტუგალიელმა ინეს მურტამ წყვილთა ნახევარფინალში ბელგიელი მინენი და თურქი ოზგენი 1:6, 6:3, 10:6 დაამარცხეს, ფინალში კი მე-2 ნომრად განთესილ რუსულ-პოლონურ დუეტთან (სავინიხი-პიტერი) 3:6, 2:6 წააგეს.
ბოლქვაძე ერთეულთა შეჯიბრის ნახევარფინალშიც იყო გასული, თუმცა, იქ მე-2 განთესვის მქონე იტალიელ ჯულია გატო-მოტიკონესთან 6:7 (4:7), 6:3, 4:6 დამარცხდა.