ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „რეალი“ შინ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ 0:0 დაუზავდა, მატჩის შემდეგ სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფრე სამართლიანი შედეგი იყო.
„რთული შეხვედრა გამოვიდა, როცა „რეალთან“ ვთამაშობთ ყოველთვის ასეა. პირველ ტაიმში ჩვენ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. გვქონდა მომენტები, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. „სამეფო კლუბის“ მეკარე კარგად თამაშობდა. მეორე ტაიმში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, რაც ნორმალურია, მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ. სტადიონი არასასიამოვნო გრძნობით დავტოვე, მაგრამ 0:0 სამართლიანი შედეგი იყო“- სიმეონეს სიტყვებს AS.com-ი ავრცელებს.
შვიდი ტურის შემდეგ „ატლეტიკო“ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „რეალი“ 14 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.