„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარუმატებელი თამაში გრძელდება და ამასობაში ანტირეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ „წითელ ეშმაკებს“ 1989-1990 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი სტარტი აქვთ 7 ტურის თავზე.
ამჟამად, ჟოზე მოურინიოს გუნდის მონაგარი მხოლოდ 10 ქულაა და ბოლოს ამაზე დაბალი მაჩვენელი (საწყის 7 ტურში) სწორედ 29 წლის ჰქონდა, როცა 7 ქულას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ დღეს ლონდონში, „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და მოურინიოს შერყეული სკამი კიდევ უფრო შეირყა.