საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება და ძალებს პრესტიჟულ ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.
ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც მე-6 ნომრად განთესილ ჯეკ სოკს ეთამაშება. ცნობისთვის, ნიკოლოზს რეიტინგში 35-ე ადგილი უკავია, ჯეკი კი მსოფლიოს მე-17 ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი სოკს წლეულს ერთხელ უკვე გაეჯიბრა და აშშ-ს ღია პირველობაზე 4:6, 6:3, 6:2, 7:6 (7:3) სძლია.
თუკი ნიკოლოზმა ამერიკელი ჩოგბურთელის დაჯაბვნა ამჯერადაც მოახერხა, ჩვენებური მერვედფინალში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და ფრანგ გაელ მონფილსს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.