ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მოჰამედ სალაჰის გოლი საუკეთესოდ დაასახელეს. პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში გულშემატკრის კითხვა აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი გასცა:
"ცხადია, ჩემი გოლი საუკეთესო იყო... თუმცა, ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ - მარცხდები. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ 15 წლის განმავლობაში ერთ დონეზე ვთამაშობ", - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საუკეთესო გოლი ბევრის აზრით, კრიშტიანუმ ან გარეთ ბეილმა გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მოჰამედ სალაჰს დარჩა, რომლის გატანილი გოლი "ევერტონის" წინააღმდეგ საუკეთესოდ დასახელდა.