ფეხბურთი

21:33 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარმა „რუსთავმა“ აკაკი ხუბუტია დაიმატა. როგორც ქვემო ქართლელთა ვებგვერდი იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელი კლუბში რამდენიმე დღე ვარჯიშობდა და კონტრაქტი დღეს გააფორმა. თუმცა სხვა დეტალები უცნობია.

აკაკი ხუბუტია ბოლოს რუმინულ „ტიმიშოარაში“ თამაშობდა, ხოლო იქამდე „გაზ მეთანის“, „მორდოვიას“, „სამსუნსფორის“, „კაუნასის“ რიგებში უთამაშია. საქართველოში კი ბოლოს, 2016 წელს ირჯებოდა, როდესაც „დინამო თბილისის“ წევრი იყო.

ხუბუტიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010-2014 წლებში 20 თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.119896