ჭადრაკი

20:40 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ქალების პირველი ნაკრების ფრე უკრაინასთან
საქართველოს დანარჩენმა ხუთმა გუნდმა მოიგო

საჭადრაკო ოლიმპიადის მეხუთე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე ბრაზილიის გუნდი იყო. შეხვედრა ქართველებმა 3-1 მოიგეს.

ბაადურ ჯობავა (26234) და ივან ჩეპარინოვი (2715) შესაბამისად რაფაელ ლეიტაოსა (2660) და ლუის სუპის (2508) დაუზავდნენ.

მიხეილ მჭედლიშვილმა (2607) ალექსადრ ფიერი (2558) დაამარცხა, ხოლო ლევან ფანცულაიამ (2589) - ფელიპე ელ დებსი (2542).

საქართველოს მეორე ნაკრები კი მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

თორნიკე სანიკიძემ და დავით მაღალაშვილმა იმარჯვეს, ირაკლი ბერაძე ყაიმს დასჯერდა. ლუკა პაიჭაძე კი დამარცხდა, თუმცა საბოლოო ანგარიშია 2,5:1,5-ს ჩვენი მოჭადრაკეების სასარგებლოდ.

საქართველოს მესამე ნაკრებმა ყირგიზეთის გუნდს მოუგო - 2,5:1,5. ნოე თუთისანმა და გიორგი სიბაშვილმა იმარჯვეს, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ყაიმით დაასრულა თავისი პარტია, ნიკოლოზ კაჭარავა კი დამარცხდა.

ქალთა ოლიმპიადის მეხუთე ტურში, ჩვენს პირველ ნაკრებს უმძიმესი ბრძოლა გადახდა უკრაინის გუნდთან.

ნანა ძაგნიძე (2509) და ანა მუზიჩუკი (2555) ყაიმზე შეთანხმდნენ, ისევე როგორც ლელა ჯავახიშვილი (2475) და მარია მუზიჩუკი (2533). ნინო ბაციაშვილი (2482) დამარცხდა ანა უშენინასთან (2451)

ბელა ხოტენაშვილმა (2469) კი ნატალია ჟუკოვას (2403) მოუგო და საქართველოს ნაკრები დამარცხებას გადაარჩინა. საბოლოო ანგარიშია 2:2.

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მეორე ნაკრები თურქეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 3,5:1,5 დაამარცხა.

ინგა ჭარხალაშვილმა თავისი პარტია ყაიმით დაასრულა, სალომე მელიამ, სოფიო გვეტაძემ და სოფიკო ხუხაშვილმა იმარჯვეს.

რაც შეეხება საქართველოს მესამე ნაკრებს, ჩვენმა გოგონებმა 3-1 ფინეთის გუნდი დაამარცხეს.

სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ხვალ ოლიმპიადის მონაწილეები ისვენებენ, 30 სექტემბერს ჩატარდება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.116475