ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) თამაშს განაგრძობს და დღეს, ნახევარფინალური შეხვედრა ელის.
შაფათავა და ჩინელი ვუშუან ჟენგი წყვილთა შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებნენ და უკვე 2 გამარჯვება იზეიმეს. ქართველმა და ჩინელმა ჩოგბურთელებმა მერვედფინალში ბრაზილიელ ალვეშსა და შვეიცარიელ კენელს 6:3, 7:6 (7:3) სძლიეს, მეოთხედფინალში კი გერმანელი დები მორდერგერები 6:1, 6:3 დაამარცხეს.
ფინალში გასასვლელად, შაფათავა და ჟენგი “უაილდ ქარდის” მქონე ჩინელებს – სიქი ჩაოსა და შუუე მას გაეჯიბრებიან.