ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინურ ჩენგდუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 1 183 360 დოლარი) პირველივე მატჩში გამოეთიშა.
ბასილაშვილი მე-3 ნომრად იყო განთესილი და ამერიკელ სემ ქუერისთან შეხვედრაში ფავორიტადაც მოიაზრებოდა, თუმცა, 1:6, 4:6 წააგო.
ჩენგდუს ღია პირველობის წყვილთა თანრიგში ბასილაშვილი მონაწილეობას არ იღებს.