ბელგიის თასის 1/8 ფინალში გავიდა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი", რომელმაც სტუმრად ქვედა ლიგელი "ვირტონი" 4:2 დაამარცხა. სხვათა შორის, ქართველების გუნდს გაუჭირდა, რადგან მოკრძალებულ მეტოქესთან 78-ე წუთამდე 1:2 აგებდა.
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩაკვეტაძემ, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგის პასით 78-ე წუთზე ლიმბომბემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო იმავე ლიმბომბემ მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე ჩვენებურის მეორე პასით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქვილითაიას ბუნებრივია არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.