6-7 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ მუგლაში პლიაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც 2019 წელს სანდიეგოში გასამართი მსოფლიო ქვიშის თამაშებისათვის პირველი სალიცენზიო ეტაპი იქნება.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები:
70 კგ. – კონსტანტინე ხაბალაშვილი
80 კგ. – იაკობ მაქარაშვილი, ჯაბა ყველაშვილი
90 კგ. – ირაკლი მწითური
+90 კგ. – როლანდ ანდრიაძე
ახალგაზრდები
60 კგ. – თორნიკე ქათამაძე