ჩოგბურთი

23:59 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილებს შემორჩა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა გათამაშებას გამოეთიშა, წყვილებში კი ბრძოლას აგრძელებს.

შაფათავამ კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, ძირითადი ბადის პირველ წრეში კი ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ იტალიელ ლუსია ბრონძეტისთან 4:6, 5:7 წააგო.
წყვილებში შაფათავა და ჩინელი ჟენგი მე-3 ნომრად არიან განთესილნი დ მერვედფინალში ბრაზილიელ ალვეშსა და შვეიცარიელ კენელთან 6:3, 7:6 (7:3) მოიგეს.
ქართველი და ჩინელი ჩოგბურთელები მეოთხედფინალში გერმანელებს – კოელცერსა და შაედერს გაეჯიბრებიან.

0.113472