ზაზა ფაჩულიას აკადემიაში "დელტა" სეზონისთვის ემზადება. ახალი მოთამაშეები, ახალი განწყობა, ძველი ლტოლვა და ემოცია - "დელტა" არ იცვლება.
კლუბი ახალი მოთამაშეების წარგდენას მალე გააკეთებს და მანამდე, ახალი მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი ბევრ ნიუანსზე მუშაობს. ლექსოს ასისტენტები, ფიზმომზადების მწვრთნელი, გუნდის მენეჯმენტი, გულშემატკივრები - ახალი სეზონი ახალი გამოწვევებით და ბევრი საინტერესო მოულოდნელობით.
ლექსო ლაფანაშვილი: "პირველ ვარჯიშებთან შედარებით, გვაქვს პროგრესი და სასიამოვნოა, რომ მოთამაშეებს ესმით და ხვდებიან, რა გვინდა მწვრთნელებს. ვცდილობთ, რომ აკლიმატიზაციის პროცესი მალე დასრულდეს. ყველაფერი გეგმით მიდის."
"დელტა" სეზონს მალე გახსნის. ველოდებით.