ფეხბურთი

0:27 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო, შუა თითი და დევიდ სიმენი... (+VIDEO)

16 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ დევიდ სიმენისთვის რონალდინიო დღემდე ავადმოსაგონარია. ლონდონის "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი ფიფას გალა დაჯილდოების ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრო და სანამ დარბაზში შევიდოდა, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა წარსული შეახსენა.

"რონალდინიო, რონალდინიო, რონალდინიო", - გაისმა სიმენის დანახვაზე. დევიდი მიხვდა რაშიც იყო საქმე და არ დაბნეულა. ჯერ გაუღიმა ენამოსწრებულ ქომაგს და მერე, ბუნებრივია ხუმრობით, შუა თითის კომბინაცია უჩვენა.

საქმე ისაა, რომ 2002 წლის მუნდიალზე, მეოთხედფინალში, ბრაზილიის ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა, ხოლო გამარჯვების გოლი რონალდინიომ სწორედ სიმენს გაუტანა. გოლი ვის არ გაუტანია და ვის არ გაუშვია, მაგრამ ეს მაინც დაუვიწყარია, რადგან ბრაზილიელმა ჯადოქარმა ინგლისელი კიპერის კარი საჯარიმო დარტყმით დაახლოებით 40 მეტრიდან აიღო...

0.115742