ჭადრაკი

20:43 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართელოს მესამე ნაკრებმა აშშ-ს გუნდთან ღირსეულად იბრძოლა

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრები, რომელმაც ტურნირი აბსოლუტური შედეგით(4 ქულა პირველი ტურის შემდეგ) დაიწყო, მთავარ ფავორიტს - აშშ-ს ნაკრებს შეხვდა. პირველ დაფაზე ნოე თუთისანის (რეიტინგი - 2471) მეტოქე მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკე, 2827 რეიტინგის მქონე ფაბიანო კარუანა იყო. თუთისანმა ძალიან კარგად ითამაშა და ყაიმით დაასრულა პარტია. ასეთივე შედეგს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა სამუელ შანკლანდთან პარტიაში მიაღწია. ლუკა ობოლაძემ ვერაფერი გააწყო უესლი სოუსთან. ნიკა კაჭარავა - რეი რობსონის ხანგრძლივი პარტიის შედეგი 0,5:0.5. საბოლოოდ, საქართველოს მესამე ნაკრები 1,5:2,5 დამარცხდა, თუმცა ფავორიტებთან ასეთი შედეგი ურიგო არაა.

საქართველოს პირველ ნაკრები შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ. ბაადურ ჯობავა საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე ბულგარელმა დიდოსტატმა ივან ჩეპარინოვმა შეცვალა, რომლის რეიტინგი 2715-ია.მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში წარმატებული გამოდგა, - ოლსენ ურკედალს მოუგო. სამწუხაროდ, მიხეილ მჭედლიშვილი დამარცხდა არიან ტერთან.დავით ჯოჯუა იოჰან სალომონს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ლევან ფანცულაია და იოჰან კრისტიანსენი. საბოლოო შედეგი 2-2.

საქართველოს მეორე ნაკრების მეტოქე კი დანიის გუნდი იყო. ჩვენმა მოჭადრაკეებმა 2-2 ითამაშეს.

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრებმა 4-0 გაანადგურა ნორვეგიის გუნდი.

მეორე ნაკრებმა შვედეთის გუნდი 3,5:0,5 დაამარცხა, ხოლო მესამე ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუზავდა - 2-2.

სრულს მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.12255