იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯუზეპე როსი შესაძლოა ფეხბურთიდა 1 წლით მოკვეთონ. იტალიელმა ფეხბურთელმა დოპინგ კონტროლი ვერ გაიარა და იტალიის პროკურატურა 1-წლიან დისკვალიფიკაციას ითხოვს. როსის სასჯელზე 1 ოქტომბერს იმსჯელებენ.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 12 მაისს, „ბენევენტოსა“ და „ჯენოას“ შეხვედრას, რომლის შემდგომაც 31 წლის როსიმ კონტროლი ვერ გაიარა და სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ დროს ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმებმა გააწამა, ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდაა.