ჭადრაკი

18:40 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკი და მშვიდობა ბათუმში

ბაადურ ჯობავასა და იეჰუდა ფრუნფელდის პარტიაში პირველი სიმბოლური სვლა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, თუმცა ეს არ ყოფილა 43-ე ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის სასტარტო დღის ერთადერთი სიმბოლური აქტი.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორის, ზურაბ აზმაიფარაშვილის დახმარებით, აშშ-ს გუნდის კაპიტანმა უილიამ ჯონ დონალდსონმა და რუსეთის გუნდის კაპიტანმა, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი ფილატოვმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

“ეს მომენტი ასახავს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას, აშშ-სა და რუსეთის გუნდების კაპიტნების ხელის ჩამორთმევის ჟესტი გამოხატავს თუ რამდენად საყოველთაოა ჭადრაკი.

ჩვენი სპორტი უნივერსალური ენაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ხალხს აკავშირებს, ხდება ახალი მეგობრობის საწყისი, აერთიანებს ხალხს განურჩევლად მათი რასისა, ასაკისა და მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

სწორედ ესაა ჭადრაკის სილამაზე, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზატორები სწორედ ამას აჩვენებენ მთელ სამყაროს სიამაყით” – ნათქვამია 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13146