ჭადრაკი

16:35 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გიორგაძე: “ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი სასურველი შედეგის მისაღწევად შეუსვენებლად მუშაობს”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბათუმში რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დიდებული ცერემონიით გაიხსნა, პირველ ტურში კი საქართველოს ექვსივე ნაკრებმა (3 ვაჟთა და 3 ქალთა) გამარჯვება იზეიმა. გასულ პერიპეტიებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე გამოეხმაურა.

“ჩვენს მიერ ნანახი ზღაპრული სანახაობის შემდეგ განწყობა, რა თქმა უნდა დიდებულია, თუმცა ერთია გახსნის ცერემონია და მეორე უშუალოდ სპორტული მხარე. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრების პირველი დღე იყო და ხარვეზებიც სჩანდა, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ორ-სამ დღეში ყველაფერი ჩინებულად იქნება. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი შეუსვენებლად მუშაობს სასურველი შედეგის მისაღწევად, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც სპორტსმენების გამოსვლაა. იმედია, ჩვენი გუნდები გამარჯვებებით გაგვახარებენ“.

0.115677