მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ფიფას 2018 წლის გალა დაჯილოდებას დაესწრო. პერესს კომენტარის გაკეთება კრიშტიანუ რონალდუს შესახებ მოუწია და ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალიელი „სამეფო კლუბში“დაბრუნდება.
„კრიშტიანუ ჯერ კიდევ ყველა მადრიდისტას გულშია და დღეს აქ რომ ყოფილიყო, ჩავეხუტებოდი. მე ვთქვი და ვიმეორებ, ალფრედო დი სტეფანოს ღირსეული მემკვიდრეა და ერთ დღეს „რეალში“ დაბრუნდება, რადგან ეს ყოველთვის მისი სახლია“, - აღნიშნა პერესმა.
შეგახსენებთ, რონალდუმ „რეალი“ გასულ ზაფხულს დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდა.