20 წლის ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი კარიერას ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფის ბინადარ “კულერედოში” გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ლუკამ გასული სეზონი აღნიშნულ დონეზევე მოასპარეზე “გრან კანარია ”-ში გაატარა, სადაც საშუალოდ 8.5 ქულას, 1.5 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.
ბულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატად ითვლება, ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში კი არაერთ ევროპის პირველობაზე უთამაშია.