ფეხბურთი

22:18 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

იან ობლაკმა სლოვენიის ნაკრებში პაუზა აიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი სლოვენიის ნაკრებში 2019 წლამდე არ ითამაშებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 25 წლის კიპერმა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

შედეგად, სლოვენიის ნაკრებს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ერთა ლიგის მატჩებში ნორვეგიასთან, კვიპროსთან და ბულგარეთთან ვერ დაეხმარება.

იან ობლაკი სლოვენიის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და დღემდე მხოლოდ18 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.121726