ჩოგბურთი

15:47 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) პირველი გამარჯვება იზეიმა.

კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო მე-2 ნომრად არიან განთესილნი და საწყის რაუნდში სლოვაკ ჩანტალ სკამლოვასა და ჰოლანდიელ ევა ვაკანოს იოლად სძლიეს – 6:0, 6:2.
ქართველმა და იაპონელმა ჩოგბურთელებმა მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც უკრაინულ-რუსულ (კოზლოვა-ზვონარევა) და უზბეკურ-კანადურ (ანანმურადოვა-ბუშარი) წყვილებს შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.

0.111007