ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიაში იმყოფება და სანტა მარგერიტა დი პულას 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობს.
მე-11 ნომრად განთესილი შაფათავა კვალიფიკაციის პირველ წრეში გერმანელ ლაურა შაედერს გაეჯიბრა და 6:0, 6:4 დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი მე-3 რეიტინგის მქონე ესპანელ ირენ ბურილიო ესკორიჰუელას გაეჯიბრება.