ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან მარცხის მერე, ჩინეთში გაემგზავრა და მომავალ კვირაში ჩენგდუს ღია პირველობაში (საპრიზო ფონდი 1 183 360 დოლარი) ჩაერთვება.
ბასილაშვილი მე-3 ნომრადაა განთესილი და შეჯიბრში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე არგენტინელ გუიდო პელასა და ამერიკელ სემ ქუერის შორის გამარჯვებული იქნება. ცნობისთვის, ჩენგდუს ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.