ფეხბურთი

14:43 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ ფიქრობს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. ესპანელმა სპეციალისტმა "ბლაუგრანა" 2017 წელს ჩაიბარა და ორწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

კითხვაზე გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს თუ არა "ბარსელონასთან" ვალვერდემ ასეთი პასუხი გასცა: "მაქვს შესაძლებლობა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივო. ყველამ ვიცით თუ როგორ დავიწყეთ სეზონი, ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ჯერ სექტემბერია."

ერნესტოს გუნდმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი სუპერთასიც დაისაკუთრა. მიმიდნარე სათამაშო წელს "ბლაუგრანამ" 6 შეხვედრა მოიგო, გაიტანა 20 გოლი და 4 გაუშვა.

0.117455