"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა დუშან ტოდოროვიჩის მკურნალობისთვის 70 ათასი ევრო გადაიხადა. 4 წლის სერბი ბავშვს იშვიათი სიმსივნე (ნეორობლასტომა) აღმოჩნდა და ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებს.
როგორც ინგლისური გამოცემა Mirror-ი იუწყება, თავად ფეხბურთელს არ უნდოდა აღნიშნული ინფორმაცია გავრცელებულიყო, თუმცა თავად ბავშვის მამამ გადაწყვიტა საზოგადოებას გაეგო ნემანიას ქველმოქმედების შესახებ. ასევე ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბმა "პარტიზანმა" ტოდოროვიჩისთვის 200 ათასი ევრო მოაგროვა და უახლოეს მომავალში დუშანი მკურნალობას ბარსელონაში დაიწყებს.