ფეხბურთი

14:48 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ მოდრიჩი დამნაშავედ სცნო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ესპანეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ხორვატს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებასა და მათ დამალვაში ედებოდა ბრალი. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ხორვატმა ფეხბურთელმა 2013 წელს ესპანეთის საგადასახადო სამსახურს 290 ათასი ევრო დაუმალა, 2014 წელს კი 580 ათასი.

სასამართლომ მოდრიჩს რვათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 350 ათასი ევროთი დააჯარიმა, საერთო ჯამში კი ხორვატს 1,2 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.

აქვე გეტყვით, რომ მსგავსი ბრალდებით არაერთი ფეხბურთელი დასჯილა, მათ შორის იყვნენ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

0.122276