ლონდონის „ჩელსის“ მცველი გარი კეჰილი „სტემფორდ ბრიჯს“ დიდი ალბათობით, იანვარში დატოვებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომელიც ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.
„ძალიან რთულია მთელი სეზონის სათადარიგო სკამზე გატარება, ამიტომ, ჩემს მომავალზე უნდა ვიზრუნო. მე პატივს ვცემ ყველა კლუბს, რომელიც ჩემს კარიერაში ყოფილა, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ვინაიდან ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა.
ცხადია, კლუბი პირველია, მაგრამ ჩემი სიტუაციის უნდა გვესმოდეს. თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ იანვარში გუნდს დავტოვებ და იმედი მაქვს კლუბიც პატივისცემას გამოიჩენს“, - აღნიშნა კეჰილმა.
კეჰილი „ჩელსიში“ 2012 წლის ზამთარში „ბოლტონიდან“ გადავიდა. ბოლო ორი სეზონი კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა, თუმცა, მაურიციო სარის გუნდში მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელი მოედანზე არ გასულა.