ურუგვაის ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, არ ნებდება. როგორც ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მხცოვან სპეციალისტთან ახლი კონტრაქტი გაფორმდა და ტაბარესი „სელესტეს“ 2022 წლის ბოლომდე გაწვრთნის.
ამრიგად, 71 წლის სპეციალისტი, რომელსაც გიენა-ბარეს სინდრომის სჭირს, რაც მას სუნთქვასა და სიარულში უშლის ხელს, მშობლიურ ნაკრებში მუშაობას აგრძელებს.
ტაბარესი ურუგვაის ნაკრების რეკორდსმენია. ის „სელესტეს“ 1988-1990 წლებში და შემდეგ უკვე 2006 წლიდან დღემდე ავარჯიშებს. ურუგვაიმ მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე (1990, 2010, 2014, 2018) ითამაშა ოსკარ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით.