ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის დედალაქ ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
დღეს, ბოლქვაძე მე-5 ნომრად განთესილ თურქ პემრა ოზგენს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 7:5, 3:6, 2:6 დამარცხდა.