ფეხბურთი

0:40 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ჯილარდინომ კარიერა დაასრულა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ალბერტო ჯილარდინომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს და გვამცნობს, რომ იტალიელი ფორვარდი სამწვრთნელო კარიერას იწყებს.

ჯილარდინომ გასული სეზონი სერია B-ს ბინადარ „სპეციაში“ გაატარა, რომელსაც 16 თამაშში 6 გოლით დაეხმარა.

36 წლის ალბერტოს არაერთ გუნდში უთამაშია: „პიაჩენცა“, „ვერონა“, „პარმა“, „მილანი“, „ფიორენტინა“, „ჯენოა“, „ბოლონია“, „პალერმო“, „ემპოლი“, „პესკარა“, „სპეცია“ და ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდი“.

კარიერის საუკეთესო წლები კი, „მილანს“, „პარმასა“ და „ფიორენტინას“ უკავშირდება. 2007 წელს „როსონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ხოლო სერია A-ში 188 გოლი აქვს გატანილი და ამ მხრივ ლიგის ისტორიის საუკეთესო ათეულში იმყოფება.

ჯილარდინომ 2004-2013 წლებში იტალიის ნაკრებში 60 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. 2006 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

0.115723