21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა - გაგრა; გურია - დინამო თბ; შუქურა - ტორპედო; ვიტ ჯორჯია - თელავი.
1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.
ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.
www.gff.ge