კალათბურთი

15:50 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ხოშტარია: “შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

საქართველოს ჩემპიონის თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ “არისთან” მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა კლუბმა სალონიკელებთან 64:90 წააგო და განმეორებითი შეხვედრის წინ, ფაქტობრივად უშანსოდ იმყოფება. ხოშტარიას კომენტარი “დინამოს” პრესსამსახურმა გაავრცელა.

“რთულია, ასეთი მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება, თუმცა, მთავარი მწვრთნელივარ და შედეგზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ. როგორც ადრე ვამბობდი, რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც “არისია“. ჩვენ, ჩემპიონთა ლიგის თამაშისთვის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო გვქონდა. ეს არ არის გამამართლებელი საბაბი.
არის ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო – ამ წაგების შემდეგ, მთავარია გამოვიტანოთ დასკვნები, შევხედოთ სად ვართ, სად გვიჭირს და მომდევნო თამაშებისთვის ეს იყოს კარგი გაკვეთილი. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ვეცდებით, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. არ გამოგვივიდა დღეს, ვეცდებით, რომ გამოგვივიდეს ხვალ“.

0.125988