ჭიდაობა

14:10 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გობაძის ბრინჯაო მინსკის ტურნირზე

ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში დასრულდა ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ლაშა გობაძემ (87 კგ.), რომელმაც ზედა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მესამე საპირიზო ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ შეხვედრაში გობაძემ ბელარუს ანდრეი კურსს 3:2 მოუგო.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან ზვიად პატარიძესაც, თუმცა ქართველ ფალავანს მანამდე გერმანიის გრან-პრიზე მიღებულმა კოჭის ტრამვამ შეახსენა თავი და გადამწყვეტ შეხვედრაში ვეღარ იასპარეზა.
შეგასხენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს გამარჯვება რამაზ ზოიძემ (72 კგ.) მოიპოვა, ტურნირის ვიცე-ჩემპიონები კი შმაგი და გელა ბოლქვაძეები (72 და 82 კგ.) გახდნენ.

0.119599