სხვა

16:12 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუსუდან აფციაურს სპორტის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა

მსოფლიოს 5 კონტინენტის 38 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებიდან წარდგენილმა სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სამაგისტრო პროგრამაში - MEMOS. ეს პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო და სატრენინგო სესიებს, გამოცდებსა და ჩათვლებს თემებზე: სტრატეგიული მენეჯმენტი და მმართველობა, ადამიანური რესურსების და ფინანსების მართვა, მარკეტინგი, კომუნიკაციები და სოციალური მედია, პროექტებისა და მასშტაბური ღონისძიების ორგანიზება. 6 მოდულისგან შემდგარი 4 სესია გრძელდება 1 წლის განმავლობაში და ტარდება ლოზანის უნივერსიტეტში, ასევე მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ლექციებს უძღვებიან შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.

2017-2018 წლების სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა 34-მა მონაწილემ, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა. მან წარჩინებით გაიარა სასწავლო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტში.

MEMOS-ის სამაგისტრო ხარისხის დაცვა შედგა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიურ მუზეუმში.

www.geonoc.org.ge

0.111832