დიდ დიღომში არსებული ფრენბურთის არენაში სტარტი აიღო საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატმა ძალოსნობაში, სადაც პირველობისთვის, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა უძლიერესი სპორტსმენი იბრძვის, მათ შორის, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებიც.
დღეს მედლები ვაჟთა შორის ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა:
56 კგ.
1. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა), ატაცი – 80, 85, 90; აკვრა – 100, 105; ორჭიდი – 195;
2. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა), ატაცი – 78, 82, 85; აკვრა – 98, 101, 103; ორჭიდი – 188;
3. გიორგი ხარაზიშვილი ხაშური (ოლიმპ. ცენტრი), ატაცი – 74, 78, 81; აკვრა – 96, 100; ორჭიდი – 181;
62 კგ.
1. შოთა მიშველიძე (ქუთაისი), ატაცი – 123, 128; აკვრა – 145, 150, 154; ორჭიდი – 282
2. რამინ შამილიშვილი (აჭარა), ატაცი – 121, 125; აკვრა – 143, 148; ორჭიდი – 273;
3. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე), ატაცი – 121, 125, 128; აკვრა – 141; ორჭიდი – 269;
21 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატი 12:00 საათიდან განახლდება და ჩემპიონატში გოგოებიც ჩაერთვებიან, 22-ში კი საქართველოს ჩემპიონობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იბრძოლებს.