კალათბურთი

16:15 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-მ საქართველოს-საბერძნეთის მატჩი დასწრება-დაძაბულობის მხრივ მსოფლიოში გამოარჩია

გასული კვირის ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებული სტატიის წამყვანი თემა საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ამბებია. სტატიის (იხილეთ ბმული) მთავარი, საპირველგვერდო ფოტო თბილისის სპორტის სასახლიდანაა, რომელზეც პირთამდე სავსე ჩვენი დედაქალაქის არენა მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.

თბილისურმა მატჩმა დასწრების მხრივ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ამ ფანჯრის მეორე შედეგი დააფიქსირა. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 9100 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩვენს კონტინენტზე გასულ კვირაში ჩატარებული მატჩებიდან მხოლოდ თურქეთისა და მონტენეგროს შეხვედრამ გადაფარა. ანკარაში გამართულ ამ მატჩს 9500 მაყურებელი დაესწრო.

გარდა დასწრებისა, თბილისური მატჩი დაძაბულობისა და სანახაობრივობის კუთხითაცაა გამორჩეული. სტატიაში აღნიშნულია, რომ 40 წუთის მანძილზე დაძაბული, ინტენსიური და სანახაობრივი ბრძოლა მიმდინარეობდა და შეხვედრის ბედი საფინალო სირენის თანხლებით გადაწყდა. ნიკ კალატესმა სანაკრებო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 34 ქულა, 8 პასი მიითვასლა და საბერძნეთს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა. ამ მოგებით საბერძნეთი ჩინეთში 2019 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოფიციალურად გავიდა.

სტატიაში მოყვანილია მსოფლიოში გასულ კვირაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართული არაერთი დაძაბული და დასწრების მხრივ გამორჩეული მატჩი, რომელთაგანაც ყურადღბას ჩინეთისა და იორდანიის (14 000 მაყურებელი), ასევე ლიბანი – ჩინეთის (7500) შეხვედრებზე გავამახვილებთ.

0.133418