სხვა

22:51 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტოკჰოლმი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

20 სექტემბერს, შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭოს მესამე სხდომას უმასპინძლებს.

შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, განიხილავენ მინსკის 2019 წლის ევროპის თამაშებისთვის და 2018 წლის ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას. ასევე იმსჯელებენ არგენტინის დედაქალაქში ჩასატარებელ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოსთვის (3-4 ოქტომბერი) და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალური ასამბლეისთვის (ტოკიო, 28-29 ნოემბერი) მზადებას.

www.geonoc.org.ge

0.118965