ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მსოფლიოს ყოფილ 30-ე ჩოგან აწ კი რეიტინგში 732-ე ადგილზე მყოფ მიჰაელა კრაიჩეკს (ჰოლანდია) 3:6, 6:4, 6:2 სძლია.
აღნიშნულის წყალობით, მარიამმა მერვედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ ლუ ბრულოს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძემა და თურქმა პემრა ოზგენმა პორტუგალიელებს – გასპარსა და სანტოსს 6:1, 6:0 მოუგეს, მეოთხედფინალში კი თურქ ჩენგიზთანა და ფრანგ პონჩესთან (მე-2 განთესვა) 6:7 (7:9), 1:6 დამარცხდნენ.