ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 561 345 ევრო) წყვილთა გათამაშებას გამოეთიშა.
ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი მეოთხედფინალში ბრიტანელებს – კენ და ნილ სკუპსკის გაეჯიბრნენ და 3:6, 4:6 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ბადეში ბასილაშვილი მერვედფინალშია გასული, სადაც ხვალ “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ უგო ჰუმბერტს გაეჯიბრება.
ცნობილია ისიც, რომ წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზს მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილი კეი ნიშიკორი ელის. იაპონელმა ჩოგბურთელმა დღეს გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 7:6 (7:4), 6:3 მოუგო.