20-21-22 სექტემბერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ქვეყნის 2018 წლის ჩემპიონატი ჩატარდება.
საქართველოს ჩემპიონობისთვის უძლიერესი ძალოსნები იბრძოლებენ, რომელთა შორისაც არიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებიც.
შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ახალი გადაწყვეტილების თანახმად, 1 ნოემბრიდან ამ დროისათვის არსებული წონითი კატეგორიები იცვლება.
შესაბამისად, აღნიშნულ კატეგორიებში საქართველოს ჩაემპიონატი საბოლოოდ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ნოემბრამდე დაფიქსირებული რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.
საქართველოს ჩემპიონატს თბილისში, დიდ დიღომში არსებული ფრენბურთის არენა უმასპინძლებს. დასაწყისი 12:00 საათზე.